პროექტები

1.                    პროექტის  სახელწოდება :

დღესასწაულები  /საქართველო  და  გერმანულენოვანი   ქვეყნები/
2.       პროექტის  მთავარი  იდეა (თემა)
მასალის  მოძიება ,დახარისხება და  ორგანიზება .  გერმანულენოვანი  ქვეყნების   კულტურის  გაცნობა .
3.        პროექტის  აქტუალობა:

მოსწავლეებს  გაუჩნდებათ  ინტერესი  გაეცნონ  სხვა  ქვეყნების   დღესასწაულებს  და   შეადარონ   საკუთარს .
4   .პროექტის    მიზნები :

ლექსიკური  მარაგის  გამდიდრება ,ინფორმაციის  მიღება, გაცვლა,  მოძიება,  კომუნიკაციის  უნარის  გამომუშავება . დამოუკიდებლად  მოიძიონ  თემატური  მასალები  და  სურათები,  აითვისონ  ახალი  ლექსიკა.შეძლონ  მოპოვებულ  მასალაზე  მსჯელობა, კითხვის  დასმა  და  პასუხის  გაცემა.  ითანამშრომლებენ  მასწავლებელთან  და  თანაკლასელებთან.
5.მოსწავლეთა   ასაკი :

15
6.  ვადები  |  ხანგრძლივობა  :

3-კვირა
7.მოსალოდნელი  შედეგები/  პროდუქტები ,  რაც  შეიძლება  შეიქმნას;
მოსწავლეები  დაეუფლებიან   ინფორმაციის  შეგროვების ,დახარისხების, ანალიზის,  საკომუნიკაციო  უნარ-  ჩვევების  გამომუშავებას.
   გაიზრდება  მოსწავლეთა  ჩართულობა და  დაინტერესება  გერმანულენოვანი  ქვეყნების ტრადიციებისა  და  კულტურის  შესახებ.
8.  პროექტისათვის   საჭირო   ძირითადი  რესურსები  :
მარკერები ,ფორმატი,  ,რეფერატები, ,პროექტორი ,სურათები .
9.   პროექტის  მსვლელობა  (ძირითადი   აქტივობები)
1. თემისა  და  იდეის  გაცნობა ;
2.  მოვალეობების   გაცნობა/გადანაწილება ;
3.  პროექტის  გეგმის  შემუშავება;
აქტივობა I  კლასის  დაყოფა     სამ  ჯგუფად;  II.  დავალებების  განაწილება:
პირველი    ჯგუფი:  გერმანია -საქართველო;
მეორე  ჯგუფი:  შვეიცარია  -საქართველო;
მესამე -ჯგუფი: ავსტრია,  ლუქსენბურგი,
                              ლიხტენშტეინი.
აქტივობა  II.  მოძიებული  ინფორმაციის
ორგანიზება  და  წარდგენა;
აქტივობა  III.  პრეზენტაცია;   თითოეული  ჯგუფი  წარმოადგენს  რეზიუმეს  და  სლაიდს;  მოსწავლეები  შეაჯამებენ  გაწეული  მუშაობის   შედეგს.  
                  

10 .  საგნებთან / საგნობრივ  ჯგუფებთან /ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან   კავშირი:
პროექტის   განხორციელება  ხელს
  შეუწყობს: 1)  კითხვის ,  წერის, ინფორმაციის    მოძიება-დამუშავების , გამოთქმებისა  და 
პრობლემის  მოგვარების  უნარ -ჩვევებს;
2)  ვერბალური  და  არავერბალური   საშუალებით  გადმოცემული  ინფორმაციის   გაგებასა  და   ინტერპრეტირების   უნარის  გამომუშავებას.













11 .პროექტის    ხელმძღვანელი  (  მასწავლებელი)
ლიანა     ქინქლაძე
12.  ხელმძღვანელის  ელ--ფოსტა :
lia.kinkladze@gmail.com
13 პროექტის  ვებ-გვერდი / ბლოგი :










Комментариев нет:

Отправить комментарий